დრაივინგ კომპანი წარმოგიდგენთ მეტად ეფექტიან, პრემიუმ ხაზის, ინოვაციურ ინტიმურ კოსმეტიკას. ეს გახლავთ ბრენდი Woman Essentials, ინტიმური კოსმეტოლოგიის უნიკალური ხაზი, რომელსაც გააჩნია ინოვაციური გლობალური მიდგომა ქალის ინტიმურ ჰიგიენასთან, ინტიმურ სილამაზესა და მოვლასთან და ინტიმურ ჯანმრთელობასთან.
ქალის ინტიმურობა წააგავს ბაღს: ეს არის უნიკალური, მყიფე ეკოსისტემა, რომელიც შედგება კანის, ლორწოვანისა და თმის ფოლიკულებისგან და მოითხოვს მეტად ნაზ მოვლას.
გამომდინარე მთელი რიგი ფაქტორებიდან, როგორებიცაა ასაკობრივი ჰორმონალური ცვლილებები, ორსულობა და მშობიარობა, სტრესი, გარემოს მავნე ზემოქმედება, ქირურგიული ჩარევები, კანის დაზიანება ბიკინის დეპილაციის შემდეგ, იწვევს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ინტიმური დისკომფორტი, კანის გაღიზიანებადობა, სუნები, ინტიმური სიმშრალე, ელასტიურობის შემცირება...
მიანდეთ თქვენი ინტიმური სილამაზე Woman Essentials-ს!
რატომ Woman Essentials? იმიტომ, რომ ქალის ინტიმურობა იმსახურებს ისეთივე ყურადღებას, როგორც მისი სახე.
Woman Essentials დამზადებულია საფრანგეთში, კოსმეტიკური ინდუსტრიის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში.
ყველაზე ლამაზი ყვავილი მისი საიდუმლო ბაღისთვის
პროდუქტების ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს ორქიდეა (L'Orchidée Bio-Régénérante). ეს არის უნიკალური თვისებების მქონე მცენარე, განსაკუთრებული ყვავილი - ბიორეგენერაციული მეწამული ორქიდეა, გამორჩეული აღმდგენი ძალებით.
ეს მისტიკური, საიდუმლოებით მოცული ყვავილი არ ჭკნება წლიდან წლამდე და ჰყვავის ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაში. ის მუდმივად იწოვს წყალს და ნივთიერებებს თავისი სილამაზის შესანახად. მისი უჯრედები აკავებს წყალს ატმოსფეროდან, რათა თავი დაიცვას გამოშრობისგან. ეს წარმოუდგენელი მდგრადობა მას აძლევს განსაკუთრებულ ძალას.
მის ქსოვილებში აღმოჩენილი უნიკალური პოლიფენოლები თრგუნავს უჯრედის სტრუქტურისა და მისი ძირითადი კომპონენტების (კოლაგენი, ელასტინი) განადგურებაზე პასუხისმგებელ ფერმენტებს. სწორედ ისინი აძლევს ბიორეგენერაციულ მეწამულ ორქიდეას თავის ღრმად აღმდგენ, ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელ თვისებებს.
მეცნიერება თქვენი აბსოლუტური ქალურობის სამსახურში - გრძნობადი ტექსტურები, ექსკლუზიური ინგრედიენტები მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტები, დახვეწილი ტექსტურა, იშვიათი და ძვირფასი ბუნებრივი ინგრედიენტები და ნაზი სურნელი.
პროდუქცია არ არის შემოწმებული ცხოველებზე, დამზადებულია საფრანგეთში, გააჩნია მდგრადი შეფუთვა, შედგება მინიმუმ 98% ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. გამოიყენება ყოველდღიურად , სამედიცინო ან კოსმეტიკურ პროცედურებთან ერთად.