წარმოგიდგენთ ფრანგული ბრენდის Athena -ს ქალების კოლექციიდან მენსტრუალურ საცვალს, შექმნილია თქვენი კრიტიკული დღეებისთვის
მენსტრუალური საცვალი, შავი
დამზადებულია ორგანული ბამბისგან
მისი რეცხვა შეიძლება 100-ზე მეტჯერ
დაგიცავთ გაჟონვისა და უსიამოვნო სუნისგან
თხელი საცვალი, თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის
შეესაბამება გლობალური ორგანული ტექსტილის სტანდარტებს (GOTS)
არ შეიცავს ნანონაწილაკებს
შეესაბამება oeko-tex® standard 100-ს: არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებს
0% ლასტმასი, 100% გადამუშავებული შეფუთვა
შეიცავს ორგანულ ბამბას ორგანული ფერმიდან
ეკონომიური, ულტრა შემწოვი
მისი გამოყენება შეიძლება როგორც დღისით, ისე ღამით
საცვლები თქვენი ჰიგიენური საჭიროებისთვის, მისი გამოყენება შეგიძლიათ სხვა ჰიგიენური საშუალებების ნაცვლად
Athena-ს მენსტრუალური საცვალი მეტად კომფორტულია, იგი ულტრა შემწოვ და გაჟონვის საწინააღმდეგო ფენებს შეიცავს, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თეთრეულის, ისე ჰიგიენური დაცვის საშუალების სახით, მისი ოთხშრიანი სტრუქტურა მოგანიჭებთ ჰაეროვნების შეგრძნებას და სრულფასოვან დაცვას.
დახვეწილი, ლამაზი, სპეციალური ტექნოლოგიიით დამზადებული საცვალი ათენასგან, რომელიც შეგიცვლით ჰიგიენური დაცვის საშუალებებს. ეს საცვალი საშუალებას გაძლევთ, დაადასტუროთ ქალის უნივერსალური სილამაზე, თამამად თქვათ უარი ცალკეული გამოყენების მენსტრუალურ პროდუქტებზე.
მენსტრუალური საცვალი თქვენი კომფორტისა და კარგად ყოფნისთვის. მისი ინოვაციური ტექნოლოგია დაგიცავთ კრიტიკული დღეებისა და ღამეების მოუხერხებელი მომენტებისგან. ორგანულ ფერმაში მოყვანილი ბამბისგან დამზადებული საცვალი საიმედოდ დაგიცავთ. ეს იქნება მცირე ჟესტი, რათა თქვენს თავს განსაკუთრებულად მოეპყრათ.
საცვალი უნდა გაირეცხოს პირველი გამოყენების წინ და თითოეული გამოყენების შემდეგ, ინსტრუქციების მიხედვით. უნდა დაიცვათ ჰიგიენის წესები, როგორიცაა ხელის დაბანა გამოყენების წინ. საცვალი უნდა გამოიყენოთ სუფთა, ჯანმრთელ კანზე. პროდუქტის ეფექტიანობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს მენსტრუალურ ციკლზე. არ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება 12 საათზე მეტხანს. OEKOTEX 100 სერტიფიცირებულია, შეწყვიტეთ მისი გამოყენება გაღიზიანების ან ინტოლერანტობის შემთხვევაში.
შემადგენლობა:
94% ბამბა, 6% ელასტანი
დამზადებულია წელვადი ბამბისგან
აკრძალულია ქლორის გამოყენება
მაქსიმალური რეცხვის ტემპერატურა: 30°C
მშრალი წმენდა აკრძალულია
აკრძალულია უთოს გამოყენება
აკრძალულია საშრობი მანქანის გამოყენება