ბევრ ადამიანს ხშირად აწუხებს ქვედა კიდურების შეშუპება, ტკივილის, წვის, სიცხის, სიმძიმის შეგრძნება და არ იცის, რომ ამ სიმპტომების 90%  ვენურ დაავადებებზე მიუთითებს (თრომბოზი, თრომბოფლებითი, ვარიკოზი, ვენური უკმარისობა). აღნიშნული პირველადი სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.  ვენურ ვარიკოზი ქრონიკული დაავადებაა და ხშირ შემთხვევაში ნელა პროგრესირებადი მიმდინარეობა ახასიათებს. დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება რჩებოდეს მხოლოდ კოსმეტიკურ დეფექტად და არ იწვევდეს აქტიურ ჩივილებს. თუმცა, დროთა განმავლობაში  თუ არ ხდება ვარიკოზის დროული მკურნალობა, შესაძლებელია  გართულებები. თანამედროვე ექიმ-ფლებოლოგების აზრით, ვენების დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის გამუყოფელ ნაწილს წარმოაგენს სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენება. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია ვენის კედელზე ზუსტად გათვლილ და დოზირებულ ზეწოლაზე. წინდა, ჩულქი და კოლგოტი ქმნის დამატებით კარკასს რომელიც იცავს სისხლძარღვებს, ამცირებს მათ სანათურს. რბილი ქსოვილების კომპრესია იცავს კიდურებს შეშუპებისგან, დაღლილობისა და კუნთების ტკივილისგან. 

თბილისი, ბერიტაშვილის ქ. N18

INFO@DRIVINGCOMPANY.GE

(032) 239 98 94