ქალისა და მამაკაცის თეთრეული

EMINENCE

მკერდზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ ამოენა ეხმარება ქალბატონებს აღიდგინონ სილუეტი, დაიბრუნონ თავდაჯერებულობა.  ამოენა ცდილობს გაითვალისწინოს ყველა დეტალი. ვინაიდან თითოეული ორგანიზმის მგრძნობელობა ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ ინდივიდუალურია, უმთავრესი ამ დროს არის - კარგი თერმორეგულაციის უზრუნველყოფა. 

ამოენამ დანერგა თავის პროდუქციაში Comfort+ ტექნოლოგია. ის შთანთქავს, ინარჩუნებს და გამოყოფს სითბოს საჭიროებისამებრ, რითაც ინარჩუნებს იდეალურ ტემპერატურას და ანიჭებს მაქსიმალურ კომფორტს მომხმარებელს. 

Comfort+ უზრუნველყოფს ნაკლებ გადახურებას; ნაკლებს გადაციებას; ნაკლებ ოფლიანობას; აქტიურ თერმორეგულაციას; მეტ კომფორტს.

მკერდის ასიმეტრია გვხვდება ქალბატონებში,  იშვიათად ბუნებრივად, ხშირად კი ნაოპერაციევში. სპეციალურად მათთვის ამოენამ შექმნა ნაწილობრივი პროტეზები -amoena balance. რბილი, ნატურალური სილიკონი უზრუნველყოფს ბუნებრივ იერს. რაც ქალბატონებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ სამოსში გამოიყურებოდნენ უნაკლოდ.

ქალბატონებისთვის, რომლებსაც    გადატანილი აქვთ  მკერდზე ოპერაცია ძალიან სასარგებლოა ცურვა. ის ამაგრებს  მუცლის, ზურგის, მხრის კუნთებს, რაც ამცირებს დისკომფორტს ზურგის არეში და ხერხემლის გასწვრივ; გვეხმარება ტანადობის კორექციაში; დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე; ხელს უწყობს წონის დაქვეითებას, რაც ძალიან აქტუალურია ზოგიერთი ქალბატონისთვის ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ;

Amoena -მ გააერთიანა ძალისხმევა საქველმოქმედო ორგანიზაცია „future dreams’’ -სთან და მსოფლიოში ცნობილი საცურაო კოსტუმების დიზაინერის  - მელისა ოდაბაშის  დახმარებით ქალბატონებს შესთავაზა ელეგანტური და მოდური საცურაო კოსტუმები. ყველა მოდელს აქვს ჯიბეები, რომელშიც თავსდება პროტეზი.

ჩვენ გავხსენით კიდევ ერთი ორთოპედიული მაღაზია. 

თბილისი, ბერიტაშვილის ქ. N18

INFO@DRIVINGCOMPANY.GE

(032) 239 98 94