ქალბატონებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ მკერდზე ოპერაცია ძალიან სასარგებლოა ცურვა. ის ამაგრებს მუცლის, ზურგის, მხრის კუნთებს, რაც ამცირებს დისკომფორტს ზურგის არეში და ხერხემლის გასწვრივ; გვეხმარება ტანადობის კორექციაში; დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე; ხელს უწყობს წონის დაქვეითებას, რაც ძალიან აქტუალურია ზოგიერთი ქალბატონისთვის ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ;
Amoena -მ გააერთიანა ძალისხმევა საქველმოქმედო ორგანიზაცია „future dreams’’ -სთან და მსოფლიოში ცნობილი საცურაო კოსტუმების დიზაინერის - მელისა ოდაბაშის დახმარებით ქალბატონებს შესთავაზა ელეგანტური და მოდური საცურაო კოსტუმები. ყველა მოდელს აქვს ჯიბეები, რომელშიც თავსდება პროტეზი.