Bain de soie
ინოვაციური, ორი ერთში ფორმულა - ინტიმური მოვლისა და სხეულის დასაბანი გელ-კრემი დამატენიანებელი, მაკონდიცირებელი ეფექტით
აბრეშუმისებრი დამატენიანებელი ინტიმური და სხეულის დასაბანი გელ-კრემი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის, ჰიგიენური მოვლის საშუალება, რომელიც დაგიცავთ ინფექციებისგან
ნაზი, აბრეშუმისებრი დასაბანი გელ- კრემი საგანგებოდ შექმნილია სხეულისა და ინტიმური მიდამოების ყოველდღიური მოვლისათვის, განკუთვნილია ყველაზე მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. გამოიყენება ქალისა და ბავშვის ინტიმური ჰიგიენისთვის. განსაკუთრებით აქტუალურია მისი გამოიყენება ორსულობის, აგრეთვე, ოპერაციის შემდგომ.
ნატურალური ბოტანიკური ზეთების ექსტრაქტებით გამდიდრებული საუცხოო ტექსტურა კანზე დნება და მას აქცევს ხავერდოვნად. პროდუქტი ქმნის სრული კომფორტისა და სიამოვნების შეგრძნებას, ხსნის გაღიზიანებას, კანს ატენიანებს და განაახლებს.
მათთვის, ვისაც აქვს დროის სიმცირე: ეს ძლიერ დამატენიანებელი ფორმულა საშუალებას იძლევა, დრო და დრო დაივიწყოთ მკვებავი კრემი აბაზანის მიღების შემდგომ. განსაკუთრებით განკუთვნულია იმ ქალბატონებისთვის, ვინც მიდრეკილია საშარდე გზების ინფექციებისკენ და, აგრეთვე, მშობიარობის შემდგომ მოვლის პერიოდში.
პროდუქტს გააჩნია მდიდარი, ნაზი ტექსტურა, სასიამოვნო სურნელი, მისი გამოყენების მერე კანი ხდება რბილი და დატენიანებული, იგი ამცირებს ინტიმური სიმშრალით გამოწვეულ დისკომფორტს, ამშვიდებს ინტიმურ გაღიზიანებას, იძლევა მთელი დღის განმავლობაში სისუფთავის შეგრძნებას, აქვს აბრეშუმისებრი მაკონდიცირებელი ეფექტი.
პროდუქტს გააჩნია მეტად ნაზი, მდიდარი ფორმულა, დაბალანსებული მჟავა-ტუტოვანი ბალანსი (pH), არ შეიცავს საპონს, არ შეიცავს პარაბენებს
გელ-კრემი დაგავიწყებთ ქავილსა და გაღიზიანებას. იგი შექმნილია საპნის გარეშე, გამდიდრებულია ვიტამინებითა და რძემჟავით. ინტიმური დასაბანი გელ-კრემის ბალანსირებული p.H 5.5 ფორმულა კანს ამშვიდებს და ატენიანებს. ის წარმოადგენს ძვირფასი ბოტანიკური ზეთებით გამდიდრებულ „სილამაზის აბაზანას“ .
პროდუქტი იცავს ჯანმრთელი კანის მიკროფლორას. მისი რეგულარული გამოყენება კანს იცავს ქავილის, სიმშრალის, ინტიმური და საშარდე გზების ინფექციებისგან. მას გააჩნია 24 საათიანი ანტი-ბაქტერიული ეფექტიანობა და მნიშვნელოვნად თრუნავს შემდეგი პათოგენებს: E. Coli , S. Aureus, Candida Albicans
Bain de soie მნიშვნელოვნად თრგუნავს და პრაქტიკულად ხელს უშლის სტაფილოკოკების გამრავლებას 24 საათის განმავლობაში ერთი დოზის გამოყენებისა და დაბანის შემდგომ.
გამოყენების წესი: გარეგანი გამოყენებისთვის, ჩამოსაბანი.
ინგრედიენტები:
ბიო- რეგენერაციული ორქიდეა, ბოტანიკური ზეთები (ბამბის, ატმის), რძემჟავა, ტოკოფეროლი (ვიტამინი E)
98% ბუნებრივი ინგრედიენტები. pH 5.5
აქვს ნეიტრალური სურნელი
96% ბიო შეფუთვა
ალუმინის მარილის გარეშე
200 მლ შეფუთვა