Natura Xtra Light
ამოენას ფირმის Natura -ს ხაზი გთავაზობთ ძუძუს მაქსიმალურად მსუბუქ პროტეზს - Natura Xtra Light სპეციალურად ნაოპერაციები ქალბატონებისთვის
ეს მოდელი კიდევ უფრო მსუბუქია, სხვა შემსუბუქებულ მოდელებთან შედარებით, რის გამოც საუკეთესო არჩევანია იმ ნაოპერაციები ქალბატონებისთვისაც კი ვისაც აწუხებს ლიმფედემა ან ოსტეოპოროზი.
Natura Xtra Light აქვს უნიკალური ორშრიანი დიზაინი და ინარჩუნებს ფორმას ჯიბეებიან ბიუსტჰალტერში. შიგნითა ზედაპირზე აქვს პატარა ღარები დამატებითი ვენტილაციისთვის.
იწონის 40%-ით ნაკლებს, აქვს დაპატენტებული თერმორეგულირებადი ტექნოლოგია comfort+, დამზადებულია სუპერ რბილი სილიკონისგან -in touch.
შექმნილია იმისთვის, რომ მიიღოს ფორმა სხეულის მოძრაობის დროს
ოდნავ უფრო მყარი მსუბუქი სილიკონი ზედაპირის შრეში ხელს უწყობს პროტეზის სტაბილიზაციას მისი ბიუსტჰალტერის ჯიბეებში ხმარების დროს
სიმეტრიული ფორმა - მისი ტარება შესაძლებელია მარცხენა ან მარჯვენა მხარეს